logo
ENG



ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 19 აპრილს შეუშვებენ

19 აპრ 202400:10
3 წუთის საკითხავი
 
ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 19 აპრილს შეუშვებენ
პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინმედიების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას აგრძელებს და მათ 19 აპრილსაც არ მისცემს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალებას. საბაბი კვლავ უსაფრთხოებაა.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ყვითელი დონე საკანონმდებლო ორგანოში 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ხელახლა დააინიციირა.


close დახურვა