logo
ENG



ოპერაცია ბაობაბი - შაბათის ფორმულა

29 ოქტ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

გიგანტურ ხეებზე უზომოდ შეყვარებული ოლიგარქის დენდროლოგიური ამოჩემება, გურიისა და აჭარის შემდეგ მისწვდა კენიას. ამ დროისთვის 8 ბაობაბი კენიის სანაპიროდან ტრანსპორტირებისთვის უკვე მზადაა. მილიარდერის ახირება კენიაში რვა ბაობაბით არ სრულდება, სპეციალური დრონებით, ოლიგარქისთვის განსაკუთრებულ ხეებს კენიის სოფლებში ისევ ეძებენ. აფრიკელი ჟურნალისტების მიერ დაწყებული გამოძიება, შაბათის ფორმულამ აქ, საქართველოში განაგრძო და ჩვენ დავადგინეთ,  რომ დენდროლოგიით შეპყრობილი ოლიგარქი, ასწლოვანი ხეების გადარგვას, აფრიკიდან პირდაპირ თაბორის მთაზე, პირად ორანჟერეაში აპირებს. რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ბაობაბი პირად ორანჟერეაში? ბაობაბი - ეს არის უნიკალური ხე, და გამოირჩევა სამედიცინო თვისებებით, მას აფრიკაში  სიცოცხლის ხესაც კი ეძახიან, ბაობაბები აფრიკის კონტინენტისთვის მართლაც სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია ძალიან დიდი ხნით , შეინარჩუნოს ტენიანობა და მაღალი ტემპერატურის და გვალვის პირობებში, ცხოველებისთვის წლის მიწოდების გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება.


close დახურვა