logo
ENG



ოპოზიცია: ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში

28 მაი 202419:19
3 წუთის საკითხავი
 

პროდასავლური საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, პარლამენტთან მივიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს.

განცხადება თამარ კორძაიამ წაიკითხა.

"საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში", - თქვა კორძაიამ.

მისი თქმით, არჩევნებამდე 151 დღე დარჩა, ყველა დღე კი რუსეთის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება.

"არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის, მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად, თითოეული ჩვენგანი ვხდებით ჩვენი სამშობლოს და ჩვენი არჩევანის დაცვის ჯარისკაცები.

151 დღე ძალიან ცოტაა იმ მაღალ მიზანთან შედარებით, რისთვისაც ვიბრძვით, ამიტომ აქ და ახლა ყველამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სიტყვის ფასი, დავდოთ პირობა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს არჩევანს 2024 წლის ოქტომბერში, დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, რუსეთის დავალებების შემსრულებელ ხელისუფლებას", - თქვა კორძაიამ.

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


close დახურვა