logo
ENG



ოპოზიცია IRI-ის კვლევებზე: ქართულ ოცნებას არავითარი მხარდაჭერა არ აქვს

19 ნოე 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
xvslj7pxv3yrmqs.jpg

IRI-ის კვლევებს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება, ოპოზიციის შეფასებით აღნიშნული კვლევები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას ცდილობს და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ჩააგდო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილება.

„ივანიშვილს ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები და ფაქტია, რომ 23%-იანი "ქართული ოცნება", რომლის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად შეადგენს 50%-ს, რომელსაც ასევე გადაუწყვეტელი ადამიანის რიცხვიც დიდია და გადაუწყვეტელი ადამიანების რიცხვი ყოველთვის შედის ოპოზიციურ ხმის მიცემის კალათაში, რეალურად ეს არის ის მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძე. მისი თქმით "ქართული ოცნებისადმი" ხალხი ნდობას კარგავს და ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. მისივე თქმით, სწორედ ოპოზიციური პარტიებისადმი რეიტინგის ზრდა გახდა მიზეზი, რატომაც ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი.

„ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაინახა, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი მხარდაჭერა არ აქვს და ეს მხარდაჭერა იკლებს, ყოველდღიურად ნდობას კარგავს "ქართული ოცნება" ნახა, რომ ოპოზიციური პატიების ჯამურად მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და ამან ჩააგდო ის პანიკაში უკან წაიღო დანაპირები და არ შეარსულა პროპორციულ არჩევნების თაობაზე გაკეთებული ძალიან სერიოზული დაპირება, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ“,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძისთვისაც. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნებზე 30-35%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებს.

„რაც არ უნდა მობილიზება გააკეთონ 30-35%-ს მათი რესურსი არ ასცდება და შესაბამისად კოალიციაში მერე მათ გაუჭირდებათ ვინმეს თავის მხარეს მიმხრობა იმ დანაკარგების გარეშე რომელიც ზოგადად იწვევს, შესაბამისად ეს ნიშნავს ხელისუფლების გაყოფას და მუდმივ დამოკიდებულებაში ყოფნას კოალიციაში შემავალ ძალებთან. თუ 68% თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები, ვინც დღეს სათავეში იმყოფებიან ნომინალურად იმიტომ, რომ რეალური მმართველი სხვა ჰყავს ქვეყანას. ასე რომ ისინი ამ ნომიმნალურ ვალდებულებასაც ვერ ართმევენ თავს“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამ ხელისუფლების პირობებში ყველა პრობლემა გაღრმავებულია და სწორედ ამიტომ IRI-ს ეს შედეგები მისთვის გასაკვირი არ არის.

„მიგრაცია, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ოკუპაცია ეკოლოგიური გარემო აბსოლუტურად ყველა პრობლემა ღრმავდება, ამიტომ გასაკვირი არ არის ეს რეიტინგი გინდა "ქართული ოცნების" და გინდა სახელმწიფო ინსტიტუტების დაწყებული აღმასრულებული ხელისუფლებიდან გაგრძელებული საკანონმდებლო ხელისუფლებით“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე დაასახელეთ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა 36% არ აქვს პასუხი, ხოლო 21% თვლის, რომ ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს.


close დახურვა