logo
ENG



ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურები ივნისის ბოლომდე გაიწელება

05 ივნ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში კრიზისული ბიუჯეტის გაგზავნას დღეს ელოდნენ, თუმცა რედაქტირებული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა. ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურები ივნისის ბოლომდე გაიწელება. ამიტომ მოქალაქეები რომლებიც პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდნენ, სახელმწიფოსგან დახმარებას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში კიდევ ვერ მიიღებენ. 

ოპოზიციის განცხადებით, დახმარებები რომელთა გაცემაც მთავრობამ უკვე დაიწყო, ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე უკანონოა. დეპუტატები ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები დასაბუთებული არ არის და მას სპეკულაციებსა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

„ბიუროკრატიულ ხარჯებს არ ამცირებს, ამიტომ ბიუჯეტი კრიზისული მდგომარეობიდან ქვეყანას ვერ გამოიყვანს“ - მთავარ პრობლემად „ევროპულ საქართველოში“ სწორედ ეს მიაჩნიათ. 

ფინანსთა სამინისტროში დღეს „ფორმულას“ განუმარტეს, რომ ბიუჯეტის ახალი პროექტი პარლამენტში ორშაბათს შევა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინება. ნათია თურნავას თქმით, ბიუჯეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ პროგრამებს ითვალისწინებს და გაზრდილია ეკონომიკის დარგები, რომელთა დახმარებასაც მთავრობა აპირებს.

კრიზისულ ბიუჯეტს ოპოზიცია პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ელოდება, თუმცა დოკუმენტი პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში არ შესულა. მომავალი კვირიდან კორექტირებული ვერსიის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება.


close დახურვა