ააჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევისას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. წამომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა წევრებმა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი ამ ფორმით განკარგულების გაუქმებას ითხოვენ. საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას ის შემდეგი განცხადებით ეხმაურება:
"ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს იმ საკითხზე, რა ნაწილშიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა."