logo
ENG



ოპოზიცია ბათუმში ფართომასშტაბიან აქციას გამართავს

19 დეკ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, 21 დეკემბერს, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ დღეს, მორიგ შეკრებაზე გადაწყვიტა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიცია კვლავ ერთიანია და პროტესტის პარალელურად, დიალოგის რეჟიმში რჩება.

„ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ჩვენს მოქმედებებში, კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პიკეტირების აქციებზე, რომელიც დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და კვირას, ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი აქცია. იგივე მოთხოვნებით, შეიცვალოს სისტემა, დასრულდეს ეს კრიზისი შეთანხმებით და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ეს იქნება უახლოესი საპროტესტო გეგმები. ოპოზიცია არის ერთიანი. საპროტესტო აქციების პარალელურად, ვრჩებით დიალოგის რეჟიმში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 


close დახურვა