ოპოზიცია დღეს ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამეტში შეიტანს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ეუთოში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ დოკუმენტს ოდირში სახალხო დამცველი გადააგზავნის. როგორც ოპოზიციის წამრომადგენლები განმარტავენ, ამ პროცედურით დაიდება საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ კანონპროექტი სრულა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.
"გუშინ გადავაგზავნეთ ეს წინადადება ობუდსმენთან და დღეს ხდება მისი ინიცირება პარლამენტში. მოვახდენთ ინიცირებას ის საპარლამენტო ფრაქციები, რომლებიც ამ ოპოზიციური ერთობაში ვართ. შემდეგ უკვე დაველოდებით ოდირისგან პასუხებს და რეკომენდაციებს, რაც იმედია მალე იქნება. ამ რეკომენდაციებისთვის მზად ვართ. პარალალელურად ველოდებით, რომ თუ ივანიშვილს ცოტა საღი აზრი მაინც დარჩა, შემოვა ჩვენთან დიალოგში და ამ რეფორმას გავიტანთ პარლამენტში",- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი სრულ სესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
"ჩვენ შევიტანთ კანონპროექტს პარლამენტში, რომელიც სრულად შესაბამისობაშია კანონთან. ისე როგორც სახალხო დამცველმა მოგვიწოდა, როგორც კონსტრუქციული ადმიანები, ვისაც ადარდებს ქვეყანა, შევიტანთ ამ კანონპროექტს და სახალხო დამცველს შეეძლება მიმართოს ეუთოს ოდირს. დაველოდებით პასუხს",- აღნიშნა ვაშაძემ.
"გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ყველა მხარე დაადასტურებს კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
"დღეს შევა კანონპროექტი პარლამენტში და მოხდება მისი ინიცირება. შემდეგ ეს პროექტი გაიგზავნება ოდირს და როცა იქნება საბოლოო დასკვნა, მერე უკვე არანაირი არგუმენტი აღარ ექნება ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას"
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ე.წ. გერმანული მოდელის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებული კანონპროექტი ჩააგდო.