იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ორივე მხარე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს.
წულუკიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ერთი ნახევარი იყოს, არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი.
„ამ საკითხზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ვიმსჯელებთ. სხვა მხრივ ეს კონკრეტული შეხვედრა, ვერანაირი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე არ დასრულებულა. დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, რომელიც დარეგისტრირდა, არის მიუღებელი, რადგან არის ანტიკონსტიტუციური. შესაბამისად, ამან წაიღო დიდი დრო, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხსნიდით მათ, რომ ეს იყო მიუღებელია", - განაცხადა წულუკიანმა.