logo
ENG



ოპოზიცია ირაკლი შოთაძეზე: ის ერთადერთია, ვინც ივანიშვილის ყველა კაპრიზს შეასრულებს

07 თებ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორობის ამჟამინდელი კანდიდატს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ირაკლი შოთაძეს ივანიშვილის პირად კადრს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ მისი პროკურორობა წინასწარ გადაწყვეტილია. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს საქმიანობა და შერჩევის პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

"ამ ქვეყანაში დიდი სხვაობა არაა ვინაა პროკურორი და ვინ პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, რომელმაც უკვე დიდი ხანია გადაწყვიტა რომ შოთაძე დაბრუნდეს. როგორც ჩანს ეს ადამიანი ერთადერთია, ვინც მის ყველა კაპრიზს შეასრულებს",- აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე კი ივანიშვილის მმართველობის სტილზე საუბრობს და ამბობს, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე "ოცნების" თავმჯდომარის "კარიკატურული ფიგურები" ინიშნებიან. 

"ივანიშვილის კარიკატურული ფიგურები ხდებიან მაღალი თანამდებობის პირები. ზუსტად შოთაძის, თადუმაძისა და ჩინცალაძეების გამო, ასევე იმის გამო, რად დღეშიც მათ ჩააგდეს ქვეყნის მომავალი, ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი დასრულებულია",-აღნიშნავს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ შოთაძის კანდიდატურას პარლამენტში მხარს დაუჭერს. 

"კითხვის ნიშნები გაბათილებულია. მან კვლავ სცადა ბედი და ვფიქრობ, რომ თუ შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარდგენილი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ",-განმარტავს მამუკა მდინარაძე. 


close დახურვა