logo
ENG



ოპოზიცია კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას

09 ნოე 201920:23
3 წუთის საკითხავი
 
yj5ds9x3mrf74ju.jpg

კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს და აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ არის წახალისებული.
 
8 ნოემბერს განვითარებული პროცესები საგანგაშოა ოპოზიციისთვის. პარლამენტში შემავალი პარტიები პასუხისმგებლობას იმ რადიკალური ჯგუფების ლიდერებსაც აკისრებენ, რომლებიც გუშინ მოქალაქეებს მხოლოდ ფილმზე დასწრების გამო დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის შეფასებით, სცენარი რუსული დღის წესრიგით მიმდინარეობს. 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ  ხელისუფლება ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოყენებით ცდილობს მიმდინარე აქტუალური თემების გადაფარვას. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ საკითხს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება დაცულია და ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფოში ყველა პირის უფლება დაცულია, რაც გუშინ, მისი მტკიცებით, სამართალდამცველთა მუშაობით დადასტურდა. მგავს პოზიციაზეა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანიც.

არაერთი კანონდარღვევის მიუხედავად, შესაბამის ორგანოებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ აქციის ორგანიზატორები, რომლებიც სხვადასხვა ძალადობრივ აქტივობებს სამომავლოდაც აანონსებენ. 


close დახურვა