logo
ENG



ოპოზიცია მთავრობას კრიზისმენეჯმენტს უწუნებს

23 მარ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

შიდა გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას ასახელებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ მარნეულსა და ბოლნისში მოსახლეობას მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე არ მიეწოდა გაფრთხილება. 

ყველა ჯერზე მთავრობას პრობლემებთან გამკლავება დაწევის რეჟიმში უწევს -აცხადებენ პოლიტიკურ პარტიებში და კრიზის მენეჯმენტს უწუნებენ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ხვალიდან შემოაქვს ქვეყანაში სწრაფი ტესტები.

დიაგნოსტიკა კი, სპეციალისტების მტკიცებითაც, ვირუსის გავრცელების მასშტაბსაც შეამცირებდა და ეკონომიკურ ხარჯებსაც. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულსა და ბოლნისში  დაწესდა.


close დახურვა