ოპოზიცია ფინანსთა მინისტრს კითხვებზე საპასუხოდ იბარებს. ხელისუფლების ოპონენტები ნდობის გამოცხადებას ბიუჯეტისთვის არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, დოკუმენტში სოციალური დახმარებები სრულად ასახული არ არის, წარმოდგენილი შესწორებები კი ქვეყანას პოსტპანდემიური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს.
სოციალური დახმარებების სრულად გაცემა კენჭისყრამდე კიდევ გაჭიანურდება, მომლოდინე მოსახლეობას კი დაახლოებით ერთი თვე კიდევ მოცდა მოუწევს.
კონკრეტულ შენიშვნებს ოპოზიცია მოსმენებისთვის ამზადებს, თუმცა წინასწარ ამბობენ, რომ მთავრობა ხარჯებს არ იკლებს, ფული კი ქართულ ოცნებას საარჩევნოდ სჭირდება.