logo
ENG



ოპოზიცია ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას აპროტესტებს

06 ივნ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას აპროტესტებს ოპოზიცია. მათი ინფორმაციით, შენობის კედელში ფარდულის გამოჭრისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამონტაჟების ნებართვა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ქალაქის მერია ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის. 

„გუშინ ბატონი გახარია რამდენიმე მეტრში ხვდებოდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და არწმუნებდა, რომ თურმე ტურიზმისთვს ყველაფერს აკეთებდა. პარალელურად, ეს არის ქართული მთავრობის გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ფარდული გამოჭრას და დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გაიცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და ქუთაისის მერია ამბობს, რომ თურმე ეს მათი კოპეტენცია არ არის. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქართული ოცნების და ქუთაისის მერის კომპეტენცია არ არის ქუთაისელთა პრობლემები, არ არის გადათხრილი ქუჩები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, მიტოვებული შენობების რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.


close დახურვა