logo
ENG



ოპოზიცია ხაბეიშვილის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

27 იან 202019:53
3 წუთის საკითხავი
 

 

ხმაური თბილისის საკრებულოში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში საკრებულოში შესვლას უშედეგოდ ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა რომ საშვები დაშვებული იყო, შენობაში შესვლის საშუალება მათ დაცვამ არ მისცა. საკრებულოსთან შეკრებილებს თავმჯდომარესთან შესვლა სურდათ, მათ აინტერესებდათ თუ  რა რეაგირება მოჰყვება „ოცნების“ მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

იმ მიზეზებზე თუ რატომ არ უშვებდნენ აქტივისტებსა და დეპუტატებს საკრებულოში უსაფრთხოების სამსახურს არ უსაუბრია.

მოგვიანებით აქციაზე ლევან ხაბეიშვილიც მივიდა, ხაბეიშვილი 24 იანვარს მომხდარის ორგანიზებაში თბილისის მერს, კახი კალაძეს ადანაშაულებს.

თავად კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს უარყოფს, ის ფიზიკური ძალადობის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და ლევან ხაბეიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ხელისუფლების ოპონენტები კახა კალაძეს უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებენ, მათ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. სწორედ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში.

 


close დახურვა