logo
ENG



ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

04 დეკ 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
857x8lhzsc3ytiv.jpg

ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა სურს, ე.წ. გერმანული სისტემის ქართული მოდელი საუკეთესო გამოსავალია. 

კანონპროექტი 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა. ცვლილებები განსახილველად ჯერ იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც შესწავლის შემდეგ მას ბიუროზე შეიტანს. რეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს უკვე შეეძლება კანონპროექტი ეუთო/ოდირს გაუგზავნოს. წინასწარ ცნობილია ივანიშვილის გუნდის პოზიცია, -მათთვის გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.


close დახურვა