logo
ENG



ოპოზიციამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს არჩევნები წააგოს - სამუშია

17 ივლ 202018:42
3 წუთის საკითხავი
 
ogrl6st1h9qj2ny.jpg

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ წარმოუდგენელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ წააგოს.

როგორც ლევან სამუშიამ გადაცემა „კომენტარის“ ეთერში განაცხადა, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ოპოზიციის შანსები პოზიტიურია.

„მე არა ვარ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი ოპოზიციის შანსებზე, მაგრამ ვაფასებ დადებითად და პოზიტიურად. ოპოზიციამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს არჩევნები წააგოს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწვრილებით კვლევის შედეგები იხილეთ აქ.


close დახურვა