logo
ENG



ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება ყალბია.

05 ნოე 201916:42
3 წუთის საკითხავი
 
tjb7yuq7ezqpiap.jpg

ინფლაციის და გაზრდილი საგარეო ვალის ფონზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება ყალბია.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძს თქმით, ეკონომიკა, ფაქტობრივად აღარ გვაქვს.

„აუცილებელია, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ღირსეული ცხოვრება დაიწყოს. ლარი იატაკზე აგდია და სულს ღაფავს, 54%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სახელმწიფოს, ფაქტობრივად, ეკონომიკა აღარ აქვს“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა მისი ჯიბიდან დაპირებული კომუნიზმი ვერ აასრულა.

„ყველას გვახსოვს, ხო, კომუნიზმს რომ გვპირდებოდა საკუთარი ჯიბიდან. ამის ვერშესრულების შემდეგ გვახსოვს, ამომრჩევლის სუსხი როცა იგრძნო, ერთხელ შემეშალა და მაცალეთო. ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ ჭამს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

განსხვავებული აზრი აქვთ ქართულ ოცნებაში, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანა წინ მიდის და ამას ყველა უნდა ხედავდეს.

„მემგონი ხედავთ იმ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს. ჩვენ გვყავს ახალი ხელისუფლება, ახალი პრემიერი, განახლებული მინისტრთა კაბინეტი, არის გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემართებითა და მუშაობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

 


close დახურვა