logo
ENG



ოპოზიციაში სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარს ანგარიშსწორებად აფასებენ

20 აპრ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

გახდა თუ არა ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდება პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილი? – მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკისთვის ხანძრის გაჩენის გამო დაკავებულია პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო.

ის პირობით სასჯელს იხდიდა და ბიბლიოთეკამდე თავს დაესხა ნიკა გვარამიას და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ამ ორ შემთხვევაში თავდამსხმელს მხოლოდ განრიდება შეუფარდეს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაკავებულს „ქართული ოცნება“ ახლაც ხელს დააფარებს და ეს დანაშაულის ამსახველი გავრცელებული კადრებიდან უკვე ჩანს, როცა პირის მიერ ჩატეხილი ფანჯრების დაზიანება სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა საკუთარ თავზე აიღო.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბაჩო ქათამაძე „ქართული ოცნების“ ე.წ. ზონდერია და მის მიმართ პარტიული და პოლიტიკური ინტერესების გამო ძალოვანების ხელშეუხებლობა მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი 19 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.


close დახურვა