logo
ENG



ოპოზიციის შეფასებები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

14 ოქტ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
nkpdjjbul6myzdf.jpg

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ავტოკეფალიის ამ დრომდე არ აღიარებას, ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი.

„მესმის საპატრიარქოს თავშეკავების, თუმცა დარწმუნებული ვარ პროცესი წავა იქეთკენ, რომ სიმართლე არის უკრაინის მხარეს. მე არ მესმის ხელისუფლების, რომელიც ერთ სიტყვასაც არ ამბობს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობარი ერის მხარდასაჭერად. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინისთვის დღეს უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერა ისეთივე თემაა, როგორც ქართველებისთვის არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საკიტხზე კომენტარს რომან გოცირიძეც აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამ დრომდე განცხადების არ გააკეთება, რუსეთის გავლენებს უკავშირდება.

"როდესაც ხმას არ იღებს პრეზიდენტი და მთავრობა, ეს ფაქტობრივად არის რუსული პოლიტიკური გავლენის გამოძახილი. რა უშლის საერო ხელისუფლებას გამოხატოს თავისი პოზიცია? სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, მაინც თავს იკავებს და არ აკეთებს განცხადებებს საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძლიერია რუსეთის, როგორც საერო ისე სასულიერო ინსტანციების ზემოქმედება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსნებთ, რომ უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის დეკემბერში მიიღო, 2019 წლის 5 იანვარს კი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელი მოაწერა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს.


close დახურვა