logo
ENG



ოპოზიციის წარმომადგენლები გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდნენ

28 აპრ 202121:57
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიციის წარმომადგენლები გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდნენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მინისტრთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ამის შესახებ დეკანოიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლანდსბერგისს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ესაუბრნენ.

"მან ძალიან კარგად იცის მთელი კონტექსტი, რომელიც არის საქართველოში. აღარ სჭირდება უკვე აღწერა იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ ვსაუბრობდით ნიკას გათავისუფლებაზე და მას ავუხსენი კიდევ ერთხელ, რომ ნიკას გათავისუფლება არის ქართული ოცნების ხელში იმიტომ, რომ ის როგორც პოლიტიკური პატიმარი ისეა და ამას ადასტურებს ის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ჩვენმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამუშო ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, 27 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში.


close დახურვა