პიკეტირებამდე ერთი დღით ადრე პარლამენტში ბიუროსა სხდომაა ჩანიშნული, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები და დამოუკიდებელი დეპუტატები არც ამჯერად აპირებენ სხდომაზე დასწრებას და პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ. როგორც ოპოზიცია და აქციის მონაწილეები აანონსებენ, სამშაბათს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელის პიკეტირება იგეგმება. დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება, სადაც ოპოზიციის წევრები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, უკვე დილით კი პარლამენტის შენობის შესასვლელს გადაკეტავენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება.
„გაიმართება ძალიან მასშტაბური აქციაც, პიკეტირებაც მოხდება და ის წნეხი, რომლის ქვეშაც მოახდინა საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა, არათუ არ შეწყდება, გაძლიერდება. ამ ფონზე მესამეხარისხოვან საკითხებში შესვლა იქნება იმ საზოგადოების სულისკვეთების უპატივცემულობა, რომლეიც დღეს არის მთავარი საკითხი ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.