logo
ENG



ორბანი: არ ვართ კმაყოფილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ეს ატომური ბომბის ტოლფასია

21 მაი 202219:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/ok400a0ln3o36cv.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ატომურ ბომბს შეადარა.

სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორბანმა ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა რომ ისინი ატომური ბომბის ტოლფასია, რადგან შესაძლოა შიმშილი, ფასების ზრდა და მასობრივი მიგრაცია გამოიწვიოს.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, რაც ატომური ბომბის ტოლფასია და ამან შესაძლოა იმ ფაქტამდე მიგვიყვანოს, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ჩვენი ხალხის გამოკვებას“, - განაცხადა ორბანმა.


close დახურვა