logo
ENG



ორბანი: რეალობას უნდა შევხედოთ, უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას

27 ნოე 202312:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/27/qbkut6oahanyj6n.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უკრაინა რუსეთის დამარცხებას "ვერ შეძლებს".

ამასთან, ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა "სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", როდესაც უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

"უკვე ნათელია, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს. ამასთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში. რეალობას უნდა შევხედოთ", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

მანამდე, ორბანმა თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის "მზად არ არის". მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან "სინათლის წლებითაა დაშორებული".


close დახურვა