უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინაში ომის გამო თავდაცვის შესაძლებლობები რადიკალურად უნდა გაზარდოს.
"ჩვენი [უნგრეთის] თავდაცვის შესაძლებლობები რადიკალურად უნდა გავზარდოთ," - თქვა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, უნგრეთის მთავარ ინტერესს უკრაინაში ომის დასრულება წარმოადგენს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა სწორედ უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამოა აუცილებელი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.