უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ის რამდენიმე წუთის წინ თბილისი მერიოტში მივიდა, სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს.
პარალელურად თბილისი მერიოტში მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების შეხვედრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანს კობახიძე უმასპინძლებს. მათ საერთო პრესკონფერენცია მედიისთვის ხვალ ექნებათ.
ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.