logo
ENG



ორბანის თქმით, NATO-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს

29 ივლ 202201:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/k1j2ra5ifyn0j1r.jpg
Michael Gruber / Getty Images

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინას NATO-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით ომში რუსეთის დამარცხება არ შეუძლია.

მისი თქმით, ბლოკის ქვეყნების მხრიდან უკრაინის იარაღითა და წვრთნებით დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა და ომის გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირიც "ომის სიტუაციაში" აღმოჩნდება. 

„ამ ომს ამ ფორმით ვერ მოიგებენ. სტრატეგიის შეცვლის გარეშე მშვიდობა არ იქნება. NATO-ს ქვეყნების სტრატეგია, უკრაინას იარაღითა და წვრთნებით დაეხმარონ, ამ დრომდე გამოჩნდა, რომ წარმატებამდე არ მიდის. უკრაინაში მშვიდობის გარეშე მთელი ევროკავშირი მივა ომის სიტუაციამდე“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში ევროკავშირი ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება.

„არაა მკაფიო როგორ შევძლებთ რეცესიის თავიდან აცილებას ევროკავშირში თუ ომი გაგრძელდება“ - განაცხადა ორბანმა.


close დახურვა