logo
ENG



ორგანიზაცია ალტერნატივა: ვაპროტესტებთ წულუკიანის საბჭოთა შეხედულებას ჯინსების თაობაზე

24 იან 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებმა ბათუმში, იუსტიციის სახლთან, აქცია გამართეს.

ისინი დახეული ჯინსებით მივიდნენ იუსტიციის სახლში და წითელი ლენტები შემოახვიეს კიბეს და კარს. აქტივისტები ასე გამოეხმაურნენ თეა წულუკიანის კრიტიკას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ.

„მოვედით, რათა გავაპროტესტოთ წულუკიანის საბჭოთა შეხედულება ჯინსების თაობაზე. ჩვენ არასდროს შევეგუებით არც წულუკიანს და არც მისნაირ საბჭოთა გადმონაშთებს. იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი შვილები ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატმა ვითომ მონიტორინგი განახორციელა. წულუკიანმა ლომჯარიას სთხოვა, რომ მონიტორინგის დროს არ გამოეგზავნა თანამშრომელი, რომელსაც დახეული ჯინსი ეცვა.


close დახურვა