logo
ENG



ორგანიზებული ძალადობა და დაუსჯელი მოძალადეები

11 ივნ 202420:17
3 წუთის საკითხავი
 

ზუკა ბერძენიშვილი პირველი არ არის. უმაღლესი თანამდებობის პირები ძალადობის სამიზნეებს საჯაროდ ესხმიან თავს. ასე მოხდა ნიკო მანაგაძის შემთხვევაშიც. ირაკლი კობახიძემ სტუდენტი ბრიფინგზე სახელობითად მოიხსენია, თავს ბრალდებებით დაესხა, რასაც რამდენიმე დღეში ნიკო მანაგაძეზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. დღეს ბევრი იხსენებდა 5 ივლისსაც და ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის შემდეგაც მალევე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ. ოლიგარქის გუნდის მიერ წახალისებული დანაშაული ხშირ შემთხვევაში დაუსჯელია.


close დახურვა