logo
ENG



ორთაჭალაში სროლისას დაღუპული პირის ვინაობა და ასაკი კვლავ უცნობია

04 მაი 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

ორთაჭალაში სროლისას დაღუპულია ერთი პირი, დაკავებულების შესახებ კი ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება დუმს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სამინისტროს შენობასთან ახლოს.

როგორც „ფორმულას“ ფაქტის მომსწრე რამდენიმე პირი უყვება, მანქანით გადაადგილებისას მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი დამიზნებით. დაღუპულის არც ასაკია ცნობილი და არც ვინაობა.

„ხიდის მარჯვენა მხარეს პოლიციელმა ესროლა პირს. იმათაც ჰქონდათ იარაღი, მაგრამ პოლიციას ესროლეს თუ არა, არ ვიცი. სომხური მანქანა იყო და სთხოვა პოლიციამ, გააჩერეო. მაგრამ არ გააჩერეს. პოლიციამ ჯერ ჰაერში გაისროლა. შუადღისას მოხდა - სადღაც პირველ ან ორ საათზე. კამერები შეამოწმეს, მაგრამ არაფერი დაგვიანახავს", - ამბობენ თვითმხილველები.


close დახურვა