logo
ENG



ორი დღეა ქართული ოცნება ზეცას უყურებს, იქნებ იწვიმოს და აქცია არ შედგესო - დავით ბაქრაძე

17 ნოე 201916:19
3 წუთის საკითხავი
 
4vqc4eflsr8a47s.png

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა და მას დიდ პოლიტიკურ წერტილს დაუსვამს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ლოცულობდა, რომ დღეს ეწვიმა და მიტინგი არ გამართულიყო, ახლა კი დრონებით ითვლიან მათ.

„8 წელი ვითმენდით გაჭირვებას, მაგრამ არ მოვითმენთ ტყუილს და აბუჩად აგდებას. ჩვენ აქ გავერთიანდით, რადგან საარჩევნო სისტემის უკან იმალება მცდელობა, წაგვართვან თავისუფლება. მეამაყება, რომ თქვენთან ვარ, მეამაყება, რომ საქართველოს ამდენი ღირსეული მოქალაქე ჰყავს. მთელი „ქართული ოცნება“ ორი დღეა, ზეცას უყურებდა იმედით, იქნებ იწვიმოს და და მიტინგი არ ჩატარდესო. დილიდან კი ზევიდან ქვევით დაგვიწყეს ყურება და ზევიდან დრონებით გვიღებენ, ცოტანი გამოჩნდნენო, მაგრამ გვიყურეთ, ბევრნი ვართ და კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან დღეს საზოგადოება არის მოტყუებული და გაბრაზებული. მათი მოსატყუებელი არავინაა, ამიტომ დავსვმათ დიდ პოლიტიკურ წერტილს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

 


close დახურვა