logo
ENG



ორი მცირეწლოვანის დაინფიცირება თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება

06 მაი 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელოში ორ მცირეწლოვანს კოვიდ 19 დაუდგინდა - მათი დაინფიცირება თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

„შემოსული იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 86 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან 73 იყო ანაკლიიდან - დაუდასტურდა მხოლოდ ორს. ანაკლიის საკარანტინო ზონაში ისინი მოხვდნენ თეთრიწყაროდან - მაგრამ მათ დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა", - აცხადებენ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

ანალიზი ჩააბარა ინფიცირებული შვილების დედამაც, თუმცა ქალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 დადასტურებული შემთხვევაა - გამოჯანმრთელებულია 269 პაციენტი, ხოლო 9 ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა