აღმოსავლეთ ლუქსემბურგი რომ გახდე, გახდე კი არა, ოდნავ მაინც მიუახლოვდე, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც უნდა გყავდეს აცრილი, სიკვდილიანობით პირველ ადგილზე არ უნდა იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი მთვარობისთვის პრიორიტეტი პოლიტიკური ვენდეტა, კრიტიკული აზრის ჩახშობა და ელიტარულ კორუფციაში ბანაობაა. სანამ ლუქსებურგის პრემიერად წარმოიდგენს თავს ბატონი ღარიბაშვილი, მანამდე თბილისის ცენტრში ანტივაქსერების სანქცირებული აქცია გაიმართა პოლიტიკური განცხადებების თანხლებით და ეთნორელიგიური მოტივებით - პირბადის რეგულაციის დარღვევის გამო პოლიციას აქციაზე არავინ დაუჯარიმებია. რომ დაეჯარიმებინა, ის იქნებოდა გასაკვირი - ჩვენ ხომ ფაქტობრივად ანტივაქსერი პრემიერი კი არ გვყავს, ქვეყნის ბედი ფორმალურად აბარია კაცს, რომელსაც მეცნიერების არ სჯერა, ან სჯერა და ხალხის სიცოცხლე ფეხებზე კიდია.
ორი პასპორტის ქვეყანა
28 ნოე 202119:27
3 წუთის საკითხავი