მარიუპოლის მერის მოადგილის, სერგეი ორლოვის თქმით, რუსეთმა მარიუპოლში ძალინ მძიმე ბომბების გამოყენება დაიწყო, ქალაქი კი სრულ ბლოკადაშია. ამის შესახებ მან BBC-ის ეთერში განაცხადა.
“50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სრულ ბლოკადაში მყოფ ადამიანებთან საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორ გამოიყურება მათი ცხოვრება. ქალაქში დაახლოებით 130 000 მოქალაქეა, ისინი ჯერ კიდევ მარიუპოლში არინ და უწყვეტი ომის პირობებში, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებში ცხოვრობენ.
გუშინ რუსეთმა ძალიან მძიმე ბომბების გამოყენება დაიწყო. არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ მათგან ხმა 50-დან 60 კილომეტრამდე მოდის და დიდ ზიანს იწვევს.
ქალაქი [მარიუპოლი] სრულ ბლოკადაშია. საკვების, წყლის, წამლების, დახმარების, ყველაფრის ნაკლებობაა. სიცოცხლის ნაკლებობაა, მე ვიტყოდი. ამიტომ ძნელია. და ჩვენ ადამიანებს, რა თქმა უნდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაადგილება გვსურს,” - განაცხადა ორლოვმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ე.წ. “ბუნკერის გამანადგურებელი” ბომბების გამოყენება დაიწყო იმისთვის, რომ უკრაინელი მებრძოლები აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნიდან გამოეყვანა, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.