ის, რასაც ახლა პუტინი უკრაინაში ჩადის, უბრალოდ უკრაინელი ხალხის გენოციდია. პუტინის ურდო ახლა სწორედ იმას აკეთებს უკრაინაში, რაც აქ, ჩვენთან 2008-ში და არა მხოლოდ 2008-ში გააკეთა. მაგრამ არა, ქართულ ოცნებას ურჩევნია, ზელენკსი ლანძღოს, ურჩევნია, უკრაინის მთავრობას ჭკუა ასწავლოს, რომ ომი თავიდან ვერ აიცილა, ურჩევნია, რადგან იცის, რომ უკრაინის გამარჯვება მათი ძალაუფლების დასრულების ტოლფასია - უკრაინის ომმა ხომ ბოლომდე დაასრულა ივანიშვილის ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა.
ორსკამიანობის დასასრული - დროება
20 მარ 202220:58
3 წუთის საკითხავი