logo
ENG



ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა, მისი მდგომარეობა მძიმეა

15 ივნ 202321:45
3 წუთის საკითხავი
 
ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა, მისი მდგომარეობა მძიმეა
ფორმულა

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

"მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩარება, აქვს დამწვრობა. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება რეანიმაციაში, - ამბობს ახალციხის რეფერალური კლინიკის მენეჯერი კახაბერ მუხიგულაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო:

"ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია".


close დახურვა