logo
ENG



ორშაბათს კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება - გიორგი გუგავა ოპოზიციის გეგმებზე

22 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
iuld0t9pxsjsg4m.jpg

"მთავარია ოპოზიციამ მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები,"-ასე შეაფასა არსებული ვითარება "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" ერთად.

კითხვაზე, როგორია ოპოზიციის გეგმა, როგორც გუგავა აღნიშნავს, პროტესტი გაგრძელდება და იქნება მწვავე. არ დასრულდება ბოქლომირება და პარლამენტის პიკეტირება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

"პროტესტი იქნება უმწვავესი, მაგრამ კანონის ფარგლებში. ორშაბათს კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება და ესეც კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა. იქნება ბოქლომირება. სანამ მოუსვლელში არ გავისტუმრებთ, იქამდე გაგრძელდება პროტესტი. ვცდილობთ, გამოვტაცოთ ეს ქვეყანა მათ და ამისთვის ბოლომდე ვირბძოლებთ,"-აღნიშნა გუგავამ.

 

 


close დახურვა