logo
ENG



ოსტინი: ავტოკრატები პუტინის ქმედებებს უყურებენ, ჩნდება ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე

20 ნოე 202213:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/tivy69wd1y29xiy.jpg
Sarah Silbiger / Getty Images

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით რუსეთი სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებსაც მოუწოდებს საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ.

ოსტინის აზრით, ეს მომავალში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეებსაც ქმნის, ვინაიდან პუტინის ომის ფონზე ავტოკრატიული რეჟიმებმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი "ნადირობის ლიცენზიად" მიიჩნიონ. ამიტომ მან პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ოსტინმა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

„რუსეთის შეჭრა გვახედებს ტირანიისა და ქაოსის შესაძლო სამყაროში, რომელში ცხოვრებაც არცერთ ჩვენგანს არ უნდა. ეს ასევე მიპატიჟებაა მომავლისკენ, მზარდად არასტაბილური მომავლისკენ, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების ჩრდილითაა მოცული.

რადგან ამას სხვა ავტოკრატები, პუტინის კოლეგებიც უყურებენ და ისინი მივლენ დასკვნამდე რომ ბირთვული იარაღის ფლობა მათთვის ნადირობის ლიცენზიად შეიძლება იქცეს და ამან შესაძლოა მოიტანოს ბირთვული გავრცელების საშიში სპირალი.

ომს მაინც აქვს წესები და თუ დიდ ძალას მათი დარღვევა შეუძლია, მაშინ ის სხვებსაც მოუწოდებს, დაარღვიონ საერთაშორისო კანონი და ნორმები“ - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები "მხოლოდ აგრესიული ომი არაა". მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე ხშირი თავდასხმა რუსეთის მიზანმიმართული სისასტიკეა.

„რუსეთი მხოლოდ აგრესიულ ომს არ აწარმოებს - ის მიზანმიმართულად ესვრის სამოქალაქო ობიექტებს, რაც სამხედრო თვალსაზრისით გაუმართლებელია. ეს მხოლოდ იზოლირებული მოვლენები არაა. ეს ზოგადი წესის გამონაკლისი არაა. ეს სისასტიკეა“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

close დახურვა