logo
ENG



ოსტინი: ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა

29 მარ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/29/0ohg5wwzxfto027.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა.

"ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა. ეს არის კრიტიკული საჭიროება ბრძოლის ველზე. მათ ასევე სჭირდებათ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ჯავშანტექნიკა. და ჩვენ მათ ვთავაზობთ ასეთი შესაძლებლობების მნიშვნელოვან პაკეტს. ჩვენ მათ [სამხედრო დახმარების პაკეტს] ვამზადებთ.

F-16 გამანადგურებელთან დაკავშირებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მაშინ  დაახლოებით 18 თვე დასჭირდება ამ შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მაგრამ ეს ომის ამ ეტაპზე უკრაინელებს არ დაეხმარება", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ოსტინი ამბობს, რომ მომავალში, შესაძლოა, უკრაინამ მოიერიშე თვითმფრინავები მიიღოს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს F-16 გამანადგურებელი ან სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინას შანსი აქვს იმისთვის, რომ წარმატებული კონტრშეტევა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.


close დახურვა