logo
ENG



ოსტინი: ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის

06 მარ 202316:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/u5vrjc6nphtik29.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის.

ოსტინის თქმით, ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ვიდრე ოპერატიული.

"ვფიქრობ, უფრო სიმბოლური მნიშვნელობა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული. ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის", - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ავსტრიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ბრუნო ჰოფბაუერი მიიჩნევს, რომ ქალაქი ბახმუტი უახლოეს მომავალში არ დაეცემა.

4 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტის უკრაინის დამცველები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ქალაქის გარშემო კი ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.


close დახურვა