logo
ENG



ოსტინი: უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად

12 აპრ 202316:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/12/awkn2938mfpukjd.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

"უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა [კონტრშეტევის დროს] წარმატების მისაღწევად", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, ოსტინი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

29 მარტს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა. მისი თქმით, მათ ასევე სჭირდებათ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ჯავშანტექნიკა.


close დახურვა