logo
ENG



ოსტინი: შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით ხელს შევუწყობთ საქართველოს ნატოსთან თავსებადობას

18 ოქტ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/18/y5tk8c4tappwrbp.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას მოაწერა ხელი.

ლოიდ ოსტინის თქმით, ინიციატივა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, საქართველოს და აშშ-სთან პარტნიორობის გამყარებას ემსახურება.

ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ აშშ-ის მხარე ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან და ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყნის წინ წაწევას.

"დღეს მაქვს პატივი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა, ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ჩვენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და მეორე მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის.

ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას ჩვენს ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, ხელს შევუწყობთ საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით და განვითარებით. ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას" - თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. [ოფიციალური სინქრონული თარგმანი]

როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, აშშ-ს საქართველოს დახმარება გრძელვადიანად სურს, თავის მხრივ კი, საქართველოს მთავრობამაც უნდა შეასრულოს თავის წილი პასუხისმგებლობა.

"ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერე თავდაცვის მინისტრთან ერთად ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს, რომ დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავე,საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს მისი ნაწილი დატვირთვისა, რომ გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა და გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებისთვის", - ამბობს ლოიდ ოსტინი. [ოფიციალური სინქრონული თარგმანი]

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შესახებ ტვიტერზეც დაწერა, მისი თქმით ეს ინიციატივა ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს გაძლიერებისთვის.


close დახურვა