აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას მანამ გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
2 აგვისტოს, აშშ-მ უკრაინას $550 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელშიც საარტილერიო-სარაკეტი სისტემები და სხვა საბრძოლო მასალა შედის. ამასთან, აშშ-მ უკრაინის არმიას 16 HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გაუგზავნა.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $9.8 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.