logo
ENG



ოფიციალური თბილისი კონგრესმენებისა და სენატორებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

27 იან 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ელჩმა ამერიკაში კონგრესმენებს ტონი დაუწუნა. ქვეყნის დიპლომატის თქმით, მას არ მოსწონს კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც კონგრესმენებმა და სენატორებმა არჩიეს.

ოფიციალური თბილისი კონგრესმენებისა და სენატორებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯბოქსი უცვლელია, მათი თქმით ამერიკელ პარტნიორებს ინფორმაცია მხოლოდ ცალმხრივად აქვთ მიღებული, ისინი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას თებერვალში დაგეგმილი ვიზიტის დროს აპირებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურია, ივანიშვილმა კი დიპლომატიურ კორპუსს თავად გასცა განკარგულება თუ რა უნდა ისაუბრონ.

ხელისუფლების დამოკიდებულება ამერიკელი პარტნიორების მიმართ ექსპერტებისთვის მიუღებელია, მათი თქმით ყველა ეს განცხადება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს პუტინის ინტერესებშია.

ვაშინგტონიდან პრემიერის სახელზე სულ 5 წერილია, ნაწილი მათგანი კონგრესმენებს ნაწილი კი სენატორებს ეკუთვნით. შეერთებული შტატების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით კრიტიკას გამოთქვამენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.


close დახურვა