logo
ENG



ოქრიაშვილი: ოცნების შეხვედრაზე, ივანიშვილის მხრიდან ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა მუქარით

13 ნოე 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
dzuzlgl29j4e335.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დეპუტატებზე ზეწოლას ცდილობდა. დეპუტატის განმარტებით, ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთხოვდა. 

"ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ხელიც არ მოვაწერე დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ბევრი დეპუტატია, რომელიც მხარს არ უჭერენ ამ კანონპროექტს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად დიმიტრი ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ პარტიიდან გარიცხავდნენ კიდევაც. ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ არ ვიცი. პირადად ივანიშვილი ემუქრებოდა, დატუქსვასავით, ბოდიში რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დებატები გაგრძელდება. ჩემი პოზიცია უცვლელია. 20-მდე ადამიანია ან შეიძლება ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. არ ვიცი ჩავარდება პროექტი თუ არა. უმრავლესობის რიგების დატოვებას არ ვაპირებ. არის ზეწოლა თუ არა, მაქვს საშუალება ჩემი აზრი დავაფიქსირო. ჩემს მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, რადგან პარტიის წევრი არ ვარ და ვარ მხოლოდ უმრავლესობის წევრი. ზოგადი ზეწოლა იყო, რომ ხმა უნდა მივცეთ", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

 

 


close დახურვა