logo
ENG



ოქროს ფონდი საფრთხეში - ივანიშვილის შესაძლო ინტერესები ხელოვნების მუზეუმის მიმართ

13 ივნ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

ოქროს ფონდის ფასდაუდებელი საგანძური საფრთხეშია. ხახულის ხატის კარედი, ბედიის ბარძიმი და ეროვნული საგანძურის ნაწილი, შესაძლოა, მუზეუმის ახლოს მდებარე სასტუმრო „ვინდამის“ სარდაფებში გადაიტანონ, ნაწილმა კი, შესაძლოა,  ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაიდოს ბინა.

ოქროს ფონდის  შესაძლო გადატანის შესახებ გუშინ ბოდბის მიტროპოლიტისა და მამა კირიონის პარლამენტში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ  ამ საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.

რა ბედი ელის ოქროს ფონდს, ამის შესახებ  ოფიციალური კომენტარები არ კეთდება,  ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობა კი მოუვლელობით და „პანორამა თბილისის“ მშენებლობით დღითიდღე  უფრო მძიმდება.

მუზეუმის შენობის გასარემონტებლად არაფერი, ყველაფერი მხოლოდ მის დასაზიანებლად კეთდება - ასე აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები მდგომარეობას. მათივე თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის დაინტერესებული ამ ნაგებობით ოლიგარქი, რომლის პანორამა თბილისის მშენებლობის არეალშიც მუზეუმის  შენობა მდებარეობს?


close დახურვა