logo
ENG



ოქრუაშვილი: წყენას ვმალავ იმიტომ რომ გარკვეული ვალდებულებები მაკისრია ქვეყნის წინაშე

18 მაი 202021:25
3 წუთის საკითხავი
 

 

„მე გადავამლაშე ის რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩი მაშინ ჩართული იყო ესკალაციის პროცესში რომ სიტუაცია განმუხტულიყო, ახლა ივანიშვილი იგივე შეცდომას უშვებს“,-აღნიშნული განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

ოქრუაშვილმა გადაცემაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციაზე ისაუბრა. ოქრუაშვილის თქმით, თითოეულ მათგანს პროცესებში გარკვეული როლი აკისრია, ამიტომ მათ პირადი წყენა გვერდზე უნდა გადადონ.

„მე არასდროს არ ვარ წინააღმდეგი რომ წარსულზე ვისაუბრო. მაგრამ წარსულში ქექვა ამ ეტაპზე, როდესაც ვდგევართ უდიდეს გზაგასაყარზე, მაშინ როცა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ პრცესებს, ვიდრე ვეკიდებოდით გუშინ. ხშირ შემთხვევაში მე ეს წყენები ვერ გადამიდია და ამ წყენებმა დამაზიანა მეც და პროცესიც, მეორე მხარესაც იგივე ინსტიქტები გააჩნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ამ წყენებით ვიმოქმედოთ. წყენას ვმალავ, იმიტომ რომ გარკვეული ვალდებულებები მაკისრია ქვეყნის წინაშე, როგორც ერთ მოქმედ ადამიანს, რომელსაც გარკვეული როლი აკისრია ამ პროცესში, ისე როგორც მეორე მხარესაც, ვისაც შეიძლება ჩემს მიმართ ჰქონდეს წყენა იმასაც აკისრია ეს ვალდებულება. ერთ-ერთმა აქედან წასულებმა, ბოდიში მომიხადა, შეცდომა დავუშვით შენ რომ დაგიჭირეთო. მეც შეიძლება ბოდიში მოვიხადო ვინმესთან მიმართებაში. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენ არ ვართ გლადიატორების ბრძოლაზე. მე გადავამლაშე ის რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩი მაშინ ჩართული იყო ესკალაციისთვის პროცესში რომ სიტუაცია განმუხტულიყო და მე მათ არ მოვუსმინე დღეს ივანიშვილი იგივე შეცდომას იმეორებს. უნდა მივხვდეთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამხელა დროს რომ ხარჯავენ ჩვენზე, ძალებს არ იშურებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პროცესების დასალაგებლად, სადაც პატარა ბავშვებივით ვკინკლაობთ, ჩვენ ხო არასერიოზულად ვჩავნართ ამ დროს მაშინ როცა შევგიძლია, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ მივიყვანოთ“,-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 


close დახურვა