logo
ENG



ოქრუაშვილი გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე:ქვეყანა პრახადნოი დვორი გახდა

16 ივნ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 
4mes2gxhigcit6k.jpg

"გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე "ფორმულას" ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. ოქრუაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგივე დავალება ექნებათ. "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუითებს იმაზე, რომ საქართველო სრულფასოვანი ქვეყანა არ არის.

„სამწუხაროა რომ ზოგადად ქვეყანა „პრახადნოი დვორი“ გახდა“. კაცმა არ იცის ასეთ ოპერაციებს, როდესაც გეგმავენ ჩვენი არაკეთილის მოსურნეები, ამ ოპერაციას ახლავს გეგმა ბეც ასევე და არავინ არ იცის ვინმე დათარეშობს ჯერ კიდევ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის განეიტრალების ან ლიკვიდაციის მიზნით. ეს კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ სრულფასოვანი სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ შევქმენით-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

 


close დახურვა