logo
ENG



ოქრუაშვილი კობახიძეს:პუტინის ახლო მოკავშირე ივანიშვილის ტყვეობიდან ამერიკამ დამიხსნა

18 ივნ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

ბრალდების უშუალო ადრესატები, რომლებსაც ირაკლი კობახიძემ რუსული სპეცსამსახურების აგენტობაში დასდო ბრალი, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობენ.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ასეთი განცხადებებით ხელისუფლება მთავარი თემიდან ისრების გადატანას ცდილობს.

"ყველაზე მკაფიო და ობიექტური ეპითეტი გასულ კვირას მოვისმინეთ ვაშინგტონიდან. საუბარია 13 კონგრესმენის განცხადებაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული იყო პუტინის მოკავშირედ და საქართველოში ერთ-ერთ მადესტაბილიზირებელ პიროვნებად. პუტინის ახლო მოკავშირე ივანიშვილის ტყვეობიდან ამერიკამ დამიხსნა. რაღაც ლოგიკაში არ ჯდება და იქნებ თავის არგუმენტებზე ჩამოყალიბდნენ და იმის მიხედვით გავცემთ პასუხს“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

კობახიძის განცხადებას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმისა, ოპონენტებს ესხმის თავს და ამით მტერს ეხმარება.


close დახურვა