logo
ENG



ოქრუაშვილის ადვოკატი საქმეში მტკიცებულებების დაუშვებლობას მოითხოვს

13 მარ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული შსს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის წინა სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებების დაუშვებლობას მოითხოვს.

ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, საქმეში დართულია სატელეფონო ნომერი, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დაცვის მხარეს პროკურატურამ სრულად არ გადასცა, რაც კანონის დარღვევაა. დაცვის მხარე პროცესუალურ გადაცდომებზეც საუბრობს. აცხადებენ რომ ოქრუაშვილის მიმართ ბრალის წარდგენა 24 საათის წესის დარღვევით მოხდა.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ გასული წლის 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა